სიახლეები
გამოცხადებულია ტენდერი სოფელ ლასურიაშში მდინარე ცხენისწყლის ნაპირსამაგრის სამუშაოების შესყიდვაზე.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლასურიაშში მდინარე ცხენისწყლის ნაპირსამაგრის სამუშაოების შესყიდვაზე.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 4 902 986 ლარი.
შესყიდვის გამოცხადების თარიღი 10.05.2019 წ.
წინადადებების მიღება მთავრდება 13.06.2019 წ.
განცხადების ნომერი NAT190009340
აღნიშული ნაპირსამაგრი დიდ პრობლემას მოუგვარებს სოფელ ლასურიაშის მოსახლეობას და ყველა ადამიანს,ვისაც ამ გზაზე უხდება გადაადგილება. დიდ მადლობას ვუხდით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს!


