სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ,,წითელი ჯვრის'' მიერ შემოტანილი ჰუმანიტარული ტვირთის დარიგება გრძელდება

ცაგერის მუნიციპალიტეტიში ორგანიზაცია ,,წითელი ჯვრის'' მიერ შემოტანილი ჰუმანიტარული ტვირთის დარიგება გრძელდება ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით.
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ზალკალიანმა, მოადგილესთან, რევაზ ახვლედიანთან, ,,წითელი ჯვრის" წარმომადგენელთან, ანა ჭაბუკიანთან და განათლების, კულტურის, სპორტის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, მუნიციპალიტეტის სკოლების და წმინდა ილია მართლის სახელობის გიმნაზიის პირველ -მეორე კლასის მოსწავლეებს საჩუქრები გადასცეს. სულ საჩუქარს მიიღებს 144 მოსწავლე.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები მადლობას უხდიან ორგანიზაცია ,,წითელ ჯვარს" ქველმოქმედებისთვის.

სიახლეები