სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის ა/ა/იპ "ქალთა,ბავშვთა უფლებების დაცვის ცენტრის" (ხელმძღვანელი მარინე სვანიძე) ორგანიზებით საქველმოქმედო აქცია შედგა

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის ა/ა/იპ "ქალთა,ბავშვთა უფლებების დაცვის ცენტრის" (ხელმძღვანელი მარინე სვანიძე) ორგანიზებით საქველმოქმედო აქცია შედგა.
აქციის ფარგლებში ბავშვებს და უფროსებს საშუალება ჰქონდათ ესარგებლათ თვალის მიკროქირურგიის ჯავრიშვილის კლინიკა-"ოფთალმიჯის"-ქუთაისის ფილიალის კვალიფიციური სპეციალისტების მომსახურეობით .
მსურველებს კლინიკის მკურნალი ექიმი ნინო ზარნაძე და ფილიალის დირექტორი ხათუნა ხუციშვილი უწევდნენ რეკომანდაციებს.
პაციენტებმა სამედიცინო მომსახურებასთან ერთად
ინფორმაცია მიიღეს იმ სიახლეების და შეღავათების შესახებ, რომელსაც სახელმწიფო თანადაფინანსებით ახორციელებს პენსიონერებისა და სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის , როცა პაციენტს კატარაქტის ოპერაცია და თვალის ბროლის შეცვლა ესაჭიროება.
მიმდინარე აქციას ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე რევაზ ახვლედიანი ადგილზე გაეცნო, მადლობა გადაუხადა კლინიკის მედიკოსებს, ცენტრის თანამშრომლებს აღნიშნული ინიციატივისთვის.
საქველმოქმედო აქციით 80- მდე პაციენტმა ისარგებლა.

სიახლეები