სიახლეები
მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების საკონსულტაციო საბჭოს წევრ მშობლებთან, საინფორმაციო შეხვედრა და ტრენინგი გაიმართა
	ცაგერის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში, მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების საკონსულტაციო საბჭოს წევრ მშობლებთან, საინფორმაციო შეხვედრა და ტრენინგი გაიმართა.
	ტრენინგს საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელი მარიამ ჩიბუხაშვილი უძღვებოდა.
	ტრენინგზე ისაუბრეს ისეთ თემებზე, როგორებიცაა-მშობელთა ჩართულობა საბავშვო ბაღის ცხოვრებაში და რას ნიშნავს ,,პოზიტიური მშობლობა".
	აღნიშნულ აქტივობას ესწრებოდნენ: ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე რევაზ ახვლედიანი, მერიის განათლების, კულტურის, სპორტის სამსახურის უფროსი გიორგი კვირიკაშვილი, სკოლამდელი და სკოლის გარეშე დაწესებულებების მართვის ცენტრის ხელმძღვანელი მარინა ბურჯალიანი, საბავშვო ბაღების დირექტორები.
    
                                       
                

 
                           
                        
                       
                        
                      