სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა შედგა

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა შედგა.
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ზალკალიანი, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან, ალუდა თუთისანთან, მერის პირველ მოადგილესთან, მამუკა ხიმშიაშვილთან ერთად, კონტრაქტორი კომპანიის შ.პ.ს. ,,ზაისი და კომპანია"-ს (ტექნიკური ზედამხედველობა) წარმომადგენლებს, მერიის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელს და იმ კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც ცაგერის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებენ.
სამუშაო შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს ცაგერის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები.
კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებმა ინფორმაცია წარმოადგინეს მათ მიერ შესრულებულ, მიმდინარე და შესასრულებელ სამუშაობზე.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთეს პროექტების განხორციელების ვადების და ხარისხის მონიტორინგზე.
მსგავსი ტიპის შეხვედრები ცაგერის მერიაში ხშირად იმართება, ისევე, როგორც სამუშაოთა მიმდინარეობის პროცესის დათვალიერება ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე.

სიახლეები