სიახლეები
15 ოქტომბერს ცაგერის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრში აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ, ჯანდაცვის აქცია განხორციელდება
	2023 წლის 15 ოქტომბერს ცაგერის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრში, ცაგერის და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები დევნილებისათვის, აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ, ჯანდაცვის აქცია განხორციელდება.
	დევნილებს მოემსახურებათ ნევროლიგი, ოჯახის ექიმი, ენდოკრინოლოგი ( გლუკოზის გაზომვით-სურვილის შემთხვევაში უნდა იყვნენ უზმოზე), კარდიოლოგი (ასევე ელექტროკარდიოგამა), ოფთალმოლოგი, პედიატრი, უროლოგი, ჰემატოლოგი, ასევე, ჩაუტარდებათ რადიოლოგიური დიაგნოსტიკა (ექოსკოპია).
	დანიშნულების შესაბამისად გაიცემა მედიკამენტები.
	პაციენტების მიღება
	12:30 -16:00 სთ.
    
                                       
                

 
                           
                        
                       
                        
                      