სიახლეები

ცაგერის სურათების გალერეაში, საშემოდგომო გამოფენა გაიხსნა

ცაგერის სურათების გალერეაში, საშემოდგომო გამოფენა გაიხსნა.
ცაგერის ისტორიული მუზეუმის ორგანიზებით სურათების გალერეაში, საზეიმო ვითარებაში, გაიხსნა საშემოდგომო გამოფენა,სადაც წარმოდგენილია რაჭა- ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში მცხოვრები მხატვრების :ლეჩხუმელი ნუგზარ კოპალიანის, რაჭველების- კოტე ჯინჭარაძის და ბესო კობახიძის, ქვემო სვანეთიდან- მალვინა მუკბანიანის ნამუშევრები. გამოფენა 27 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
გამოფენა გახსნა ისტორიული მუზეუმის დირექტორმა ნატო ზაქარიაძემ. გამოფენაში მონაწილე მხატვრებმა ისაუბრეს თავიანთ ცხოვრებასა და შემოქმედებაზე.
კლასიკური მუსიკის ფონზე საინტერესო ნამუშევრების ხილვით დამთვალიერებელი კმაყოფილი დარჩა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ალუდა თუთისანი, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ზალკალიანი, მოადგილე-რევაზ ახვლედიანი, საკრებულოს თავჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი, მოადგილე-მარიკა კოპალიანი, ლეჩხუმის საზოგადოების, კულტურის სფეროს წარმომადგენლები.
დამთვალიერებლებს შორის გახლდათ ჩვენი დროის გამოჩენილი ქართველი მწერალი, ლეჩხუმის სიამაყე აკა მორჩილაძე (გიორგი ახვლედიანი).

სიახლეები