სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტს ეწვია საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლი გაეროში ლიკა ტორიკაშვილი
ცაგერის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში შედგა საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლის გაეროში ლიკა ტორიკაშვილის შეხვედრა ახალგაზრდობასთან.
საპატიო სტუმარმა საინტერესოდ ისაუბრა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებზე, ახალგაზრდული პოლიტიკის საკითხებზე, რეგიონის ახალგაზრდობის საჭიროებებზე და პრიორიტეტებზე.
მოისმინა ახალგაზრდობის წარმომადგენელთა მოსაზრებები არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით.
ღონისძიებას ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ უგრეხელიძე და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გუგავა.


