სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოგიშში მიმდინარეობს სევერიან ისიანის სახლ-მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოები
	ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოგიშში მიმდინარეობს სევერიან ისიანის სახლ-მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
	აღნიშნული სამუშაოები ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ზალკალიანმა, პირველ მოადგილესთან-მამუკა ხიმშიაშვილთან და მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსთან-გელა მამარდაშვილთან ერთად მოინახულა.
	პროექტის სახელშეკრულებო ღირებულებაა 48 032 ლარია.
	სამუშაოები დეკემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს.
	სევერიან ისიანი ქართველი მწერალი, პოეტი და ფილოლოგი გახლდათ, რომელიც მეორე მსოფლიო ომში გმირულად დაიღუპა.
    
                                       
                

 
                           
                        
                       
                        
                      