სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ზალკალიანმა, მოადგილეებთან-მამუკა ხიმშიაშვილთან და რევაზ ახვლედიანთან ერთად, სამუშაო თათბირი გამართა

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ზალკალიანმა, მოადგილეებთან-მამუკა ხიმშიაშვილთან და რევაზ ახვლედიანთან ერთად, სამუშაო თათბირი გამართა.
თათბირს ესწრებოდა რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიდო რწმუნებულის მოადგილე ალუდა თუთისანი.
სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ მერის წარმომადგენლები ტერიტორიულ ერთეულებში, მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები.
თათბირზე განიხილეს ტერიტორიულ ერთეულებში არსებული ზოგადი მდგომარეობა, მიმდინარე ინფრასტრუქტურული თუ სოციალური პროექტები, არსებული გამოწვევები.
განიხილეს ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამით" ,მოსახლეობის მიერ, შერჩეული პროექტების განხორციელების პროცესი, ისაუბრეს სოციალური პროგრამით დასაქმებულთა საკითხებზე, რასთან დაკავშირებითაც ხელმძღვანელებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს წარმომადგენლებისგან.
ხელმძღვანელებმა კონკრეტული დავალებები და მითითებები გასცეს სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით.

სიახლეები