სიახლეები
ცაგერის მრავალპროფილიან სპორტულ დარბაზში ჩატარდა საკოლო სპორტული ოლიმპიადის მუნიციპალური შეჯიბრება ფრენბურთში გოგონათა და ვაჟთა გუნდებს შორის
	ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის კოორდინაციით , ა(ა)იპ ფრენბურთის კლუბის (დირექტორი გია სილაგაძე) ორგანიზებით, ცაგერის მრავალპროფილიან სპორტულ დარბაზში ჩატარდა საკოლო სპორტული ოლიმპიადის მუნიციპალური შეჯიბრება ფრენბურთში გოგონათა და ვაჟთა გუნდებს შორის.
	გოგონათა შეჯიბრებაში მონაწილეობა მიიღო სამმა გუნდმა და ადგილები ასე განაწილდა: პირველი ადგილი- ზუბის საჯარო სკოლა; მეორე ადგილი- ცაგერის საჯარო სკოლა; მესამე ადგილი ქვედა ცაგერის საჯარო სკოლა.
	ვაჟთა გუნდებს შორის შეჯიბრებაში მონაწილეობდა ოთხი გუნდი და ასეთი შედეგები დაფიქსირდა: პირველი ადგილი -ზუბის საჯარო სკოლა; მეორე ადგილი- ლასურიაშის საჯარო სკოლა; მესამე ადგილი ქვედა ცაგერის საჯარო სკოლა.
	გამარჯვებულ და საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს გადაეცათ პრიზები და შესაბამისი სიგელები. ღონისძიებას ესწრებოდნენ მერის მოადგილე რევაზ ახვლედიანი და განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი კვირიკაშვილი.
    
                                       
                

 
                           
                        
                       
                        
                      