სიახლეები
სოფელ ისუნდერში მიმდინარეობს ბუნებრივ მწვანე ჩანჩქერთან და ციხე-სიმაგრესთან მისასვლელი ბილიკების რეაბილიტაცია
	სოფელ ისუნდერში მიმდინარეობს ბუნებრივ მწვანე ჩანჩქერთან და ციხე-სიმაგრესთან მისასვლელი ბილიკების რეაბილიტაცია.
	მიმდინარე და შესრულებული სამუშაოები ადგილზე დაათვალიერეს რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ალუდა თუთისანმა, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ზალკალიანმა, მერის პირველმა მოადგილემ მამუკა ხიმშიაშვილმა, მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა გელა მამარდაშვილმა.
	პროექტის სახელშეკრულებო ღირებულებაა 361252.65 ლარი.
	სამუშაოები მიმდინარე წლის ნოემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს.
	განახლებული ლოკაცია ჩანჩქერთან- ბილიკებით, კიბეებით, გადმოსახედით, ვფიქრობთ, ერთ-ერთი საინტერესო და მიმზიდველი ადგილი გახდება ტურისტებისთვის.
    
                                       
                

 
                           
                        
                       
                        
                      