სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დეხვირის საჯარო სკოლა 150 წლის იუბილეს აღნიშნა!
	ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დეხვირის საჯარო სკოლა 150 წლის იუბილეს აღნიშნა!
	სკოლის იუბილესთან დაკავშირებით ღონისძიება ,,ჩვალბეჩიდან დეხვირამდე, წინ მომავლის გზა" გაიმართა.
	ღონისძიება სკოლის დირექტორმა, ხათუნა ხეცურიანმა გახსნა-მიესალმა დამსწრე საზოგადოებას და ისაუბრა სკოლის ისტორიის შესახებ. სკოლის აღსაზრდელები ლიტერატურულ- მუსიკალური კომპოზიციით, ცეკვით წარდგნენ მაყურებლის წინაშე. სკოლის ეზოში ლეჩხუმური სოფლების შემოდგომის იდილია სუფევდა, წურავდნენ ყურაძენს, ავლებდნენ ჩურჩხელებს, ამზადებდნენ სურნელოვან მარილს...
	საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ და სკოლას 150 წლის იუბილე მიულოცეს რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ- ქრისტინა კობახიძემ, რწმუნებულის მოადგილემ -ალუდა თუთისანმა, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა- ლევან ზალკალიანმა, მოადგილემ -რევაზ ახვლედიანმა, საკრებულოს თავმჯდომარემ- ჭაბუკი ჭაბუკიანმა, მოადგილეებმა-რეზო ხეცურიანმა და მარიკა კოპალიანმა, საგანმანათლებლო რესურს ცენტრის უფროსმა- ირაკლი სილაგაძემ, ლეჩხუმის სასკოლო საზოგადოებამ, მობრძანებულმა სტუმრებმა.
	ღონისძიების დასასრულს მიწვეულ სტუმრებს დეხვირის სკოლისგან სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
	ვულოცავთ დეხვირის საჯარო სკოლას 150 წლის იუბილეს და დიდ წარმატებებს ვუსურვებთ მომავალი თაობების აღზრდის უმნიშვნელოვანეს საქმე.
    
                                       
                

 
                           
                        
                       
                        
                      