სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროსა და საკრებულოს მორიგი სხდომა
მიმდინარე წლის 1 ნოემბერს ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში საკრებულოს ბიუროსა და საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომა გახსნა და დღის წესრიგი გააცნო დეპუტატებს ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ჭაბუკი ჭაბუკიანმა.
მიღებულ იქნა დადგენილება:
-
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შევსების, ჩაბარების, წარმოების და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ 2021 წლის 2 ივნისის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
მიღებულ იქნა განკარგულებები:
-
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორბელში ლაშიჭალის უბანში სახელწოდების არმქონე ქუჩების არაბული ციფრებით სახელდების შესახებ.
-
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების, მდებარე: 1. ქ. ცაგერი ს/კ 89.03.23.128 2453 კვ.მ; 2. ქ. ცაგერი ს/კ 89.03.21.200 5452.00 კვ.მ; 3. სოფ. ქვ. ცაგერში ს/კ 89.02.24.033 700.00 კვ.მ; 4. სოფ. ჩხუტელი ს/კ 89.02.32.001 365.00 კვ.მ; 5. სოფ. ლაჯანა ს/კ 89.04.30.010 1266.00 კვ.მ; 6. სოფ. ლაილაში ს/კ 89.05.27.007 1576.00 კვ.მ; 7. სოფ. მახაში ს/კ 89.08.23.007 841 კვ.მ; 8.სოფ. ზუბი ს/კ 89.10.21.007 1800.00 კვ.მ; 9. სოფ. ოყურეში ს/კ 89.11.21.068 558.00 კვ.მ; 10. სოფ. ალპანა ს/კ 89.14.28.003 979.00 კვ.მ; 11. სოფ. ორბელი ს/კ 89.04.25.008 2500 კვ.მ. პირდაპირი განკარგვის წესით - ,,უსასყიდლო უზუფრუქტი“ არსებობის ვადით, სარგებლობის უფლებით ა(ა)იპ სკოლამდელი და სკოლისგარეშე მართვის ცენტრისთვის (ს/ნ 242574512) გადაცემის შესახებ.
-
მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ ტურიზმის და ძეგლთა დაცვის ცენტრის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ.


