სიახლეები

ცაგერის კულტურის ცენტრში საინტერესო საღამო შედგა

ცაგერის კულტურის ცენტრში საინტერესო საღამო შედგა.
მოეწყო შეხვედრა კულტურის სფეროს ვეტერან მსახიობებთან: რუბენ გოგიძესთან, ვილგელმ კოპალიანთან და ალბერტ ბენდელიანთან - ადამიანებთან, რომლებიც მრავალი ათეული წელი უანგაროდ ემსახურებოდნენ გრიგოლ მდივნის სახელობის სახალხო თეატრს და ლეჩხუმის ფოლკლორს.
ღონისძიება უძღვებოდა კულტურის ცენტრის დირექტორი დარეჯან საღინაძე, მისასალმებელი სიტყვებით გამოვიდნენ ზაზა ყურაშვილი -მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი. ნატო სილაგაძე -სახალხო თეატრის მსახიობი, გიორგი კვირიკაშვილი - მერიის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის ხელმძღვანელი.
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ზალკალიანმა ღვაწლმოსილ ვეტერანებს მადლობა გადაუხადა განვლილი გზისათვის და კულტურის სფეროში ხანგრძლივი და ნაყოფიერი საქმიანობისათვის, გადასცა მუნიციპალიტეტის საპატიო დიპლომები, საჩუქრები.
მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ჭაბუკი ჭაბუკიანმა, საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ მაგდა ყურაშვილმა, ქალთა და ბავშვთა უფლებების ცენტრის ხელმძღვანელმა მარინა სვანიძემ, ა/ა იპ ახალგაზრდული ცენტრის დირექტორის მოადგილემ ოთო თვარაძემ იუბილარებს გადასცეს სამახსოვრო საჩუქრები.
ღონისძიების განმავლობაში მაყურებელმა იხილა ნაწყვეტები გრიგოლ მდივნის სახელობის სახალხო თეატრის სპექტაკლებიდან რუბენ გოგიძის, ვილგელმ კოპალიანის და ალბერტ ბენდელიანის მონაწილეობით.
საინტერესო მოგონებებით სახალხო თეატრთან დაკავშირებით ისაუბრა ცაგერის ისტორიული მუზეუმის უფროსი მეცნიერ- თანამშრომელმა დავით კოპალიანი.
მუსიკალური ნომრებით წარდგნენ საზოგადოების წინაშე კულტურის ცენტრთან არსებული ფოლკლორული ანსამბლი ,, სალაღობო’’ და ქალთა ანსამბლი ,, მერდინი’’.
ღონისძიებას ესწრებოდნენ მერის მოადგილეები მამუკა ხიმშიაშვილი და რევაზ ახვლედიანი, საკრებულოს დეპუტატი ონისე ჩაკვეტაძე.

სიახლეები