სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქულბაქში ,,მწვანე ტბის" ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ცაგერის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქულბაქში ,,მწვანე ტბის" ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
სამუშაოები ადგილზე დაათვალიერეს რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ალუდა თუთისანმა, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ზალკალიანმა, პირველმა მოადგილემ მამუკა ხიმშიაშვილმა.
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულებაა 3 565 423 ლარი.
სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს.
ინფრასტრუქტურული პროექტი საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსებით ხორციელდება.

სიახლეები