სიახლეები
საინტერესო ექსპოზიციას უმასპინძლა ცაგერის ისტორიულმა მუზეუმმა 28-29 ოქტომბერს
	საინტერესო ექსპოზიციას უმასპინძლა ცაგერის ისტორიულმა მუზეუმმა 28-29 ოქტომბერს. მუზეუმის ექსპოზიციაში გამოფენილი იყო საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორის ლევან თაქთაქიშვილის კერძო კოლექციაში არსებული ვეფხისტყაოსნის 36 უნიკალური, ნაბეჭდი გამოცემა.
	ლევანმა თაქთაქიშვილმა ცაგერის მუზეუმს, ბიბლიოთეკას და ლეჩხუმის ყველა სკოლას გადასცა პოემის თანამედროვე პროზაული ვერსია, მოთხრობილი ლევან გველესიანის მიერ, გაფორმებული მამუკა ცეცხლაძის უნიკალური ილუსტრაციებით (პროექტის ავტორი მანანა კარტოზია) პროექტის ,,საუბრები ვესხისტყაოსანზე’’ ფარგლებში ლევან თაქთაქიშვილი შეხვდა ლეჩხუმის XI და XII კლასების მოსწავლეებს და ესაუბრა ვესხისტყაოსნის უნიკალურ გამოცემებზე. ლექციის შემდეგ კი თვითონ დაათვალიერებინა გამოფენილი წიგნები.
	ლეჩხუმის საზოგადოებასთან ერთად გამოფენა დაათვალიერეს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ რევაზ ახვლედიანმა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ მარიკა კოპალიანმა.
    
                                       
                

 
                           
                        
                       
                        
                      