სიახლეები

მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ აღვი-ნაკურალეშის გზის სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა

 აღვი-ნაკურალეშის გზის სარემონტო სამუშაოები დაათვალიერეს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ უგრეხელიძემ,საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი გუგავამ და მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა გელა მამარდაშვილმა.აქვე იმყოფებოდა მერის წარმომადგენელი ნაკურალეშის თემში გია ყურაშვილი.
ეწყობა ახალი წყალდამწრეტი ცხაურები,სანიაღვრე არხები,გაბიონები,მოიხრეშება ტერიტორია.
პროექტის ღირებულებაა 26301 ლარი,სამუშაოებს ასრულებს ,,გზასერვისი-XXI",რომელიც ივნისის ბოლოსათვის უნდა დასრულდეს.
ასევე,გამოცხადებულია ახალი ტენდერი,რომელშიც შედის ნაკურალეშის შიდა სასოფლო გზის სარემონტო სამუშაოები.მიმდინარებს, აგრეთვე,წყალსადენის პროექტირება.
 ვისაც ენატრება ლეჩხუმი,ამ შემთხვევაში კი მშობლიური ნაკურალეში ან ვისაც აქვს სურვილი,ადგილზე დატკბეს ამ მშვენიერების ხილვით,შეუძლიათ თამამად ეწვიონ ნაკურალეშს.

სიახლეები