სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში, მუნიციპალიტეტში მცხოვრები ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს“ მორიგი სხდომა გაიმართა
	ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში, მუნიციპალიტეტში მცხოვრები ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს“ მორიგი სხდომა გაიმართა, რომლის თავმჯდომარეა მერის მოადგილე რევაზ ახვლედიანი.
	სხდომაზე განიხილეს ცაგერის მუნიციპალიტეტის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:
	შშმ პირების დისკრიმინაციის და ძალადობის ფაქტების გამოვლენა და დაცვის მექანიზმები.
	/მომხსენებელი მარინე სვანიძე/.
	შინმოვლის პროგრამის ამოქმედებისათვის ბაზის შესწავლა და დამუშავება.
	/მომხსენებელი მირანდა სილაგაძე/.
	იგეგმება სხვადასხვა ღონისძიება მუნიციპალიტეტში მცხოვრები შ.შ.მ. პირების შესაძლებლობების უკეთესი რეალიზებისათვის.
    
                                       
                

 
                           
                        
                       
                        
                      