სიახლეები

ცაგერის კულტურის ცენტრში მასწავლებლის ეროვნული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, სახელწოდებით ,,მასწავლებელი შუქი სულისა“

ცაგერის კულტურის ცენტრში მასწავლებლის ეროვნული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, სახელწოდებით ,,მასწავლებელი შუქი სულისა“.
საინტერესო და შთამბეჭდავი საღამო ცაგერის მთავარი ბიბლიოთეკისა და საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ერთობლივი ძალისხმევით შეიქმნა.
საზეიმო ღონისძიებას უძღვებოდა ცაგერის მთავარი ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი ქალბატონი ბელა საღინაძე.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებისა და წმინდა ილია მართლის სახელობის გიმნაზიის პედაგოგები მოსწავლეებთან ერთად.
ღონისძიებაზე სტუმრად იმყოფებოდნენ პროფესორ მასწავლებლები: აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი-მამული ბუჭუხიშვილი, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი, პროფესორი-იმერ ბასილაძე, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ტრენერ კონსულტანტი-ნოდარ ცაგარეიშვილი.
მასწავლებლის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ხელმძღვანელი ირაკლი სილაგაძე, ბარდნალის საჯარო სკოლის დირექტორი მთვარისა ახვლედიანი, დეხვირის საჯარო სკოლის დირექტორი ხათუნა ხეცურიანი, ცაგერის საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებელი ნუნუ ჩაკვეტაძე, ისტორიული მუზეუმის უფროსი მეცნიერ- თანამშრომელი დავით კოპალიანი, განათლების განყოფილების ყოფილი ხელმძღვანელი, ქვ.ცაგერის საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორი, ორბელის საჯარო სკოლის დირექტორი ნანა ბურჯალიანი, მენტორ-მასწავლებელი,ჩხუტელის საჯარო სკოლის დირექტორი ირმა გუგავა,საქრთველოს დამსახურებული მასწავლებლები-ლაჯანის საჯარო სკოლის პედაგოგი გრიგოლ ბურჯალიანი, ღვირიშის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ლეილა ფრუიძე; ღვირიშის საჯარო სკოლის დირექტორი ტრისტან გუგავა, ლაილაშის საჯარო სკოლის დირექტორი ალექსანდრე გიორგობიანი, ახალგაზრდა პედაგოგები-ფიქრია ჭიღვარია, სალომე სვანიძე, გვანცა ჭაბუკიანი.
პედაგოგ ლალი ჩიქოვანის სახელობის ყოველწლიური სტიპენდია ქართულ ენასა და ლიტერატურაში ლევან კოპალიანმა (ლალი ჩიქოვანის შვილმა) გადასცა თამარ და ეკატერინე კოპალიანებს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ზალკალიანი, მოადგილე რევაზ ახვლედიანი, განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი გიორგი კვირიკაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი, მოადგილე მარიკა კოპალიანი.

სიახლეები