სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ აღვში აქტიურად მიმდინარეობს საავტომობილო გზის სარემონტო სამუშაოები
	ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ აღვში აქტიურად მიმდინარეობს საავტომობილო გზის სარემონტო სამუშაოები .
	გზაზე მიმდინარეობს არმირებული რკინა -ბეტონის საფარის მოწყობა.
	მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ზალკალიანმა, მერის პირველმა მოადგილემ მამუკა ხიმშიაშვილმა, მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა გელა მამარდაშვილმა.
	პროექტის სახელშეკრულებო ღირებულებაა 1 279 733 ლარი
	სამუშაოები მიმდინარე წლის ნოემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს.
	პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.
    
                                       
                

 
                           
                        
                       
                        
                      