სიახლეები

ცაგერის საჯარო სკოლის სპორტულ დარბაზში მედია პროექტ ეტალონის ორგანიზებით, გაიმართა მუნიციპალური გუნდური ჩემპიონატი

ცაგერის საჯარო სკოლის სპორტულ დარბაზში, მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს მხარდაჭერით, მედია პროექტ ეტალონის ორგანიზებით, გაიმართა მუნიციპალური გუნდური ჩემპიონატი.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ცაგერის, ქვედა ცაგერის, ლასურიაშის, ბარდნალის, ლაილაშის, ლაჯანის, ლაცორიის, ზუბის, ალპანის და წმინდა ილია მართლის სახელობის გიმნაზიის მეექვსე და მეშვიდე კლასების მოსწავლეთა სულ ათმა გუნდმა.
ღონისძიებას უძღვებოდა პროექტ ეტალონის ხელმძღვანელი, აკადემიურ დოქტორი გოჩა ტყეშელაშვილი.
ინტელექტ ჩემპიონატის დაწყების წინ ეტალონმა დააჯილდოვა მუნიციპალიტეტის წარმატებული მოსწავლეები.
გამართულ საინტერესო ინტელექტ კონკურსში გაიმარჯვა წმინდა ილია მართლის სახელობის გიმნაზიის გუნდმა, მეორე ადგილი მოიპოვა ლაჯანის ხოლო მესამე - ბარდნალის სკოლის გუნდმა.გამარჯვებული და საპრიზო ადგილზე გასული გუნდები დაჯილდოვდნენ ეტალონის შესაბამისი დიპლომებით.
ღონისძიებას ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი, მოადგილე მარიკა კოპალიანი,მერის მოადგილე რევაზ ახვლედიანი, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ირაკლი სილაგაძე, მერიის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი კვირიკაშვილი.

სიახლეები