სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვირიშში ხიდთან მეწყრული მოვლენებისგან დაზიანებული გზის აღდგენითი სამუშაოები დასრულდა
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვირიშში ხიდთან მეწყრული მოვლენებისგან დაზიანებული გზის აღდგენითი სამუშაოები დასრულდა.
შესრულდა პროექტით გათვალისწინებული სხვადასხვა სამუშაოები, მათ შორის, გაიწმინდა და გაფართოვდა არსებული გზა, მოეწყო გაბიონები.
ჩატარებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ზალკალიანი, მოადგილე-მამუკა ხიმშიაშვილი, მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გელა მამარდაშვილი, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი მანონი ახვლედიანი.
პროექტის ღირებულება 83 223 ლარია.