სიახლეები
მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ზალკალიანმა, მოადგილეებთან-მამუკა ხიმშიაშვილთან და რევაზ ახვლედიანთან ერთად, სამუშაო თათბირი გამართა
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ზალკალიანმა, მოადგილეებთან-მამუკა ხიმშიაშვილთან და რევაზ ახვლედიანთან ერთად, სამუშაო თათბირი გამართა.
თათბირს ესწრებოდნენ მერის წარმომადგენლები ტერიტორიულ ერთეულებში, მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები, ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის და კოორდინაციის სამსახურის უფროსი ნინო გველებიანი.
თათბირზე განიხილეს ტერიტორიულ ერთეულებში მიმდინარე სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტები.
მერის წარმომადგენლებისგან მიიღეს დეტალური ინფორმაცია მუნიციპალიტეტის სოფლებში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, პრობლემებსა და გამოწვევებზე.
ხელმძღვანელებმა კონკრეტული დავალებები გასცეს სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით.