სიახლეები
მეფუტკრე ფერმერებისთვის ტრენინგები იწყება
	მეფუტკრე ფერმერებისთვის ტრენინგები იწყება!
	ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული სამსახურის, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის და საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების ორგანიზებით, მეფუტკრე ფერმერებისთვის ტრენინგების მეოთხე ფაზა იწყება.
	ტრენინგის მეოთხე ფაზა მოიცავს შემდეგ თემებს
	სეზონური სამუშაოები: ფუტკრის ოჯახის დაზამთრება, სკაში მიკროკლიმატის მოწესრიგება, საკვების რაოდენობის განსაზღვრა/შევსება
	ვაროას წინააღმდეგ ბრძოლა, უბარტყო პერიოდის გამოყენება
	მეფუტკრეობის პროდუქტების წარმოება
	საფუტკრეების რეგისტრაცია
	მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლა
	განვლილი სეზონის შეჯამება, ახალი სეზონისათვის მზადება
	ტრენინგებს გაუძღვებიან მეფუტკრეობის დარგის სპეციალისტები:
	მუნიციპალიტეტი: ცაგერი
	ტრენინგის თარიღი/დრო: 16 ნოემბერი 12:00 სთ
	ტრენინგის ლოკაცია: ქვედა ცაგერის აგრო კლუბი "ნექტარი"-ს სადემონსტრაციო ნაკვეთი
	ტრენერი: ავქსენტი პაპავა 599998798
	ტრენინგის ორგანიზებას მუნიციპალიტეტებში გაუწევენ სოფლის განვითარების სააგენტოს, საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის თანამშრომლები.
	დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით აღნიშნულ პასუხისმგებელ პირს.
	სალომე გობეჯიშვილი 598 710-875
    
                                       
                

 
                           
                        
                       
                        
                      