სიახლეები

ა/აიპ ,,ქალთა, ბავშვთა უფლებების დაცვის’’ ცენტრის ხელმძღვანელმა ცაგერის ,,ბავშვთა უფლებები’’ თემაზე სასაუბროდ წარმატებულ ლეჩხუმელი ახალგაზრდა იურისტი და პედაგოგი მოიწვია

ა/აიპ ,,ქალთა, ბავშვთა უფლებების დაცვის’’ ცენტრმა (ხელმძღვანელი მარინე სვანიძე), ცაგერის მუნიციპალიტეტის განათლების სახლის ორგანიზებით, ,,ბავშვთა უფლებები’’ თემაზე სასაუბროდ წარმატებულ ლეჩხუმელი ახალგაზრდა იურისტი და პედაგოგი ვასილ ქარსელაძე მოიწვია.
იურისტმა დამსწრე აუდიტორიას საინტერესო პრეზენტაცია ,,ბავშვთა უფლებები’’ წარუდგინა. წარდგენას ბარდნალის, დეხვირის, ქვედა ცაგერისა და ცაგერის საჯარო სკოლების უფროსკლასელები და დირექტორები- მთვარისა ახვლედიანი, ხათუნა ხეცურიანი და ნუნუ კოპალიანი ესწრებოდნენ.
ღონისძიების დასასრულს ღვაწლმოსილმა პედაგოგმა იზოლდა ხვადაგიანმა მოსწავლეებს სამახსოვრო წიგნები გადასცა.
პრეზენტაციის წარდგენას მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე რევაზ ახვლედიანი და განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის უფროსი გოგი კვირიკაშვილი დაესწრო.
შეხვედრამ საინტერესო რეჟიმში ჩაიარა.

სიახლეები