სიახლეები
ცაგერის N 2 საბავშვო ბაღში ,,შემოდგომის ზეიმი" მოეწყო
ცაგერის N 2 საბავშვო ბაღში ,,შემოდგომის ზეიმი" მოეწყო.
სადღესასწაულოდ მორთულ საბავშვო სივრცეში ბაღის აღსაზრდელებმა, პედაგოგებმა და მშობლებმა შთამბეჭდავი სანახაობა წარმოადგინეს მუსიკით, ცეკვებით, საშემოდგომო კომპოზიციით.
დამსწრეთ მიესალმნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე რევაზ ახვლედიანი, სკოლამდელი დაწესებულებების მართვის ცენტრის ხელმძღვანელი მარინა ბურჯალიანი, N 2 ბაღის გამგე ლელა კვირიკაშვილი.