სიახლეები
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხელმძღვანელობამ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორიის ხელმძღვანელებთან და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელებთან ერთად ცაგერის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროეცტები მოინახულეს
დღეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალიტეტის ორგანოებთან ურთიერთობისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების დაპარტამენტის უფროსმა ირაკლი თოფურიამ,რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილემ გიორგი გონაძემ,ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ უგრეხელიძემ,საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი გუგავამ,სამხარეო ადმინისტრაციისა და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს ცაგერის მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები.მათ შორის:მშენებარე საბავშვო ბაღი სოფელ ლაჯანაში,სპორტული ტრენაჟორები რამდენიმე სოფელში,ქალაქ ცაგერში კეჭნარის სკვერის მოწყობის და ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები,აგრეთვე,სოფელ ლასურიაშის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
ადგილზე გაესაუბრნენ სამუშაოთა მწარმოებლებს,განიხილეს პროექტების მიმდინარეობის დეტალები.


