სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის ჩხუტელის ადმინისტრაციულ ერთეულში განხორციელდა მიწის ნაკვეთების საკადასტრო აგეგმვა/აზომვა
	მიწის ნაკვეთების საკადასტრო აგეგმვა/აზომვა „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, განხორციელდა ცაგერის მუნიციპალიტეტის ჩხუტელის ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული მიწის ნაკვეთების საკადასტრო აგეგმვა/აზომვა, მომზადდა საკადასტრო რუკები, მიწის ნაკვეთის მესაკუთრეთა/საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირთა და მოსარგებლეთა მონაცემების მითითებით. ზემოაღნიშნული მონაცემები, საჯაროდ გამოცხადდა საჯარო რეესტრის 2023 წლის 04 დეკემბრის N 261988  გადაწყვეტილებით.
    
                                       
                

 
                           
                        
                       
                        
                      