სიახლეები
დღეს, ფაშიზმზე გამარჯვების 79-ე წლისთავთან დაკავშირებით შეამკეს მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალი ქალაქ ცაგერში
დღეს, ფაშიზმზე გამარჯვების 79-ე წლისთავთან დაკავშირებით, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ-რევაზ ახვლედიანმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებმა- მარიკა კოპალიანმა, გიორგი გუგავამ, ვეტერანთა დეპარტამენტის წარმომადგენელმა მირიან მურცხვალაძემ, მერიის და საკრებულოს წარმომადგენლებმა, ლეჩხუმის საზოგადოებამ, ახალგაზრდებმა გვირგვინით და ყვავილებით შეამკეს მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალი ქალაქ ცაგერში.
კულტურის ცენტრთან არსებულმა მამაკაცთა ანსამბლმა ,,სალაღობომ" და ქორეოგრაფიული ანსამბლმა ,,ლეჩხუმმა" მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები წარმოადგინეს შინმოუსვლელთა მემორიალთან
ღონისძიება ცაგერის ,,დიდების მუზეუმში" გაგრძელდა, სადაც ომის თემაზე წარმოდგენილი გამოფენა დაათვალიერეს და იქ შეკრებილებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს გმირები.
მოისმინეს მეორე მსოფლიო ომის თემაზე მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომლის, პაატა ლეთოდიანის მიერ წაკითხული ლექცია.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 79-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 2000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები - 1000 ლარს მიიღებენ.