სიახლეები

ფრენბურთის კლუბ ,,ცაგერის" ორგანიზებით ჩატარდა მუნიციპალური შეჯიბრება ფრენბურთში მოსწავლეთა შორის

ფრენბურთის კლუბ ,,ცაგერის"(დირექტორი გია სილაგაძე) ორგანიზებით, მერიის და საკრებულოს მხარდაჭერით, საქართველოს თავისუფლების თამაშების ეგიდით, ჩატარდა მუნიციპალური შეჯიბრება ფრენბურთში მოსწავლეთა შორის.
ჩატარებულ საინტერესო ღონისძიებაში გოგონათა გუნდებს შორის ასეთი შედეგი დაფიქსირდა: პირველი ადგილი-ზუბის საჯარო სკოლა, მეორე ადგილი- ქვედა ცაგერის საჯარო სკოლა, მესამე ადგილი- ცაგერის საჯარო სკოლა.
ვაჟთა გუნდებს შორის პირველი ადგილი -ლასურიაშის საჯარო სკოლა. მეორე ადგილი-ზუბის საჯარო სკოლა, მესამე ადგილი-ბარდნალის საჯარო სკოლა.
გამარჯვებულ და საპრიზო ადგილზე გასულ გუნდებს გადაეცათ თასები და შესაბამისი ხარისხის დიპლომები, ფასიანი საჩუქრები.
ასპარეზობის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა მიხეილ ჭაბუკიანი, საუკეთესო ლიბეროდ- თორნიკე ჩაკვეტაძე.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ზალკალიანი, მერის მოადგილე-რევაზ ახვლედიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი, მერიის განათლების, კულტურის, სპორტის სამსახურის უფროსი გოგი კვირიკაშვილი, საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის უფროსი ირაკლი სილაგაძე.
ვულოცავთ ახალგაზრდა ფრენბურთელებს ამ წარმატებას!

სიახლეები