სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში, მერის-ლევან ზალკალიანის ხელმძღვანელობით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში, მერის-ლევან ზალკალიანის ხელმძღვანელობით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას მერის მოადგილეები-მამუკა ხიმშიაშვილი, რევაზ ახვლედიანი და მერიის სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
თათბირზე დეტალური ინფორმაცია წარმოადგინეს სამსახურების ხელმძღვანელებმა თავიანთ სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ.
განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ინფრასტრუქტურული პროექტების ხარისხიან შესრულებაზე, ასევე, სოციალურ და კულტურულ პროგრამებზე.
სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებმა მიიღეს კონკრეტული დავალებები მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებიდან. დაისახა კვირის სამუშაო გეგმა.