სიახლეები

ცაგერის საჯარო სკოლაში მუსიკალურ -შემეცნებითი ღონისძიება გაიმართა

ცაგერის საჯარო სკოლაში მუსიკალურ -შემეცნებითი ღონისძიება გაიმართა.
ცაგერის საჯარო სკოლის მუსიკის პედაგოგის, იზა ხეცურიანის იდეით და ორგანიზებით, ცაგერის საჯარო სკოლის ესთეტიკური აღზრდის და სპორტის კათედრის მხარდაჭერით, ცაგერის საჯარო სკოლაში მუსიკალური ვიქტორინა გაიმართა.
ვიქტორინაში მონაწილეობას იღებდნენ ამავე სკოლის მეცხრე და მეთერთმეტე კლასების მოსწავლეები, გასართობ ნაწილში მონაწილეობდნენ დაწყებითი კლასების ვოკალური წრის მოსწავლეები (ხელმძღვანელი იზა ხეცურიანი). მუსიკალურ ვიქტორინას უძღვებოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი დაჩი კობახიძე.
ღონისძიების მიზანი გახლდათ მუსიკის, როგორც საგნის პოპულარიზაცია, ცნობიერების ამაღლება და საინტერესო მუსიკალური ისტორიების გაცნობა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ მასწავლებელთა პროფესიული გადამზადების ცენტრის მუსიკის ექსპერტი რუსუდან თაყაიშვილი, ინტელექტუალური თამაშის ,,რა? სად?როდის?"კლუბის წევრი გიორგი ცინცაძე, სასკოლო საზოგადოება, სკოლის დირექტორი დავით ცვარიანი.
ცნობილმა მოაზროვნემ ნორჩ მოაზროვნეებს ,,ფაიფურის ბუ" გადასცა, ასევე, ჯილდოები გადაეცა ყველა მონაწილე გუნდს.
ღონისძიების დასასრულს სიტყვით გამოვიდა ცაგერის საჯარო სკოლის სასწავლო ნაწილის ხელმძღვანელი შორენა ხეცურიანი, რომელმაც მადლობა გადაუხადა მობრძანებულ სტუმრებს, პედაგოგს და სკოლის აღსაზრდელებს. აგრეთვე, სიტყვით გამოვიდა ,,ქალთა, ბავშვთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის’’ ცენტრის ხელმძღვანელი მარინე სვანიძე, რომელმაც სამახსოვრო საჩუქარი გადასცა დაჩი კობახიძეს.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის ღონისძიება - მუსიკალურ -ინტელექტუალური ვიქტორინა, პირველად ჩატარდა საქართველოს მასშტაბით.

სიახლეები