სიახლეები

პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამის “განახლებული რეგიონები“-ს ფარგლებში, ქალაქ ცაგერში განხორციელდა რუსთაველისა და კოსტავას ქუჩებზე არსებული 17 შენობის ფასადების სარეაბილიტაციო სამუშაოები

პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამის “განახლებული რეგიონები“-ს ფარგლებში, ქალაქ ცაგერში განხორციელდა რუსთაველისა და კოსტავას ქუჩებზე არსებული 17 შენობის ფასადების სარეაბილიტაციო სამუშაოები.
შეიცვალა შენობის სახურავები, აგრეთვე განახლდა ფასადები, ვიტრაჟები, საფეხმავლო ზოლი და მიმდებარე სახლების ღობეები.
სრულად განახლდა ლადო ასათიანის სახელობის სკვერი. მოეწყო, ახალი საფეხმავლო ბილიკები, დაიგო ქვაფენილი, დამონტაჟდა დამატებითი გარე განათება, განახლდა რეკრეაცია.
აშენდა ახალი აგრარული ბაზრის თანამედროვე სტანდარტების შენობა.

სიახლეები