სიახლეები
ახალგაზრდა სპორტსმენები მშობლიურ კუთხეს 7 მედლით დაუბრუნდნენ
	ცაგერის სასპორტო სკოლასთან არსებულმა ჭიდაობის კლუბ ,,თაკვერის" (სოფელ ლაჯანის სასპორტო სექცია) მოჭიდავეებმა ქალაქ ბათუმში, საერთაშორისო ტურნირში თავისუფალ ჭიდაობაში იასპარეზეს.
	ახალგაზრდა სპორტსმენები მშობლიურ კუთხეს 7 მედლით დაუბრუნდნენ:
	პირველი ადგილი- ანდრია ურთმელიძე 23კგ;
	მეორე ადგილი დავით ჩიკვაიძე 23 კგ;
	მესამე ადგილი ომარ გორგოშიძე 26 კგ;
	მეორე ადგილი ლუკა ჩიკვაიძე 35კგ;
	მესამე ადგილი ნიკო ურთმელიძე 38კგ;
	მესამე ადგილი გაბრიელ გორგასლიძე 45 კგ;
	მესამე ადგილი აჩიკო გოგებაშვილი 50კგ.
	კლუბის მწვრთნელები არიან თორნიკე ბურჯალიანი და მალხაზ მახარობლიძე.
	ტურნირში მონაწილეობდნენ საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის და სხვა გუნდები.
	ვულოცავთ ნორჩ მოჭიდავეებს გამარჯვებას და მომავალ წარმატებებს ვუსურვებთ!
    
                                       
                

 
                           
                        
                       
                        
                      