სიახლეები

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე მერიის სტრუქტურული ერთეულების და მუნიციპალიტეტში მოქმედ დაწესებულებათა ხელმძღვანელებს (ა/ა/იპ და სსპ) შეხვდა

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ალუდა თუთისანი, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერთან, ლევან ზალკალიანთან, მერის მოადგილეებთან-მამუკა ხიმშიაშვილთან და რევაზ ახვლედიანთან ერთად, მერიის სტრუქტურული ერთეულების და მუნიციპალიტეტში მოქმედ დაწესებულებათა ხელმძღვანელებს (ა/ა/იპ და სსპ) შეხვდა.
სამუშაო თათბირზე განიხილეს სამსახურებში არსებული მდგომარეობა, სხვადასხვა სფეროებში დაგეგმილი და განსახორციელებელი აქტივობები.
მოისმინეს ინფორმაცია გაწეული სამუშაოების შესახებ. განიხილეს სფეროებში არსებული გამოწვევები და პრობლემები.იმსჯელეს იმ საჭიროებებზე, რომლებიც გათვალისწინებული უნდა იქნას 2024 წლისთვის.
სამსახურების უფროსებმა ხელმძღვანელებისგან დავალებები მიიღეს და უახლოესი დღეების სამუშაო გეგმა დასახეს.

სიახლეები