სიახლეები
ცაგერის კულტურის ცენტრში ლადო ასათიანისადმი მიძღვნილი მუსიკალურ- ლიტერატურული კომპოზიცია ,ვინ დამიბედა გზები პოეტის" შედგა
	ცაგერის კულტურის ცენტრში ლადო ასათიანისადმი მიძღვნილი მუსიკალურ- ლიტერატურული კომპოზიცია ,ვინ დამიბედა გზები პოეტის" შედგა.
	ღონისძიებაში მონაწილეობდნენ კულტურის ცენტთან არსებული მუსიკალური ანსამბლები: სალაღობო, მერდინი, ინდივიდუალური შემსრულებლები, ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,ლეჩხუმი", ლეჩხუმელი ახალგაზრდები.
	კულტურის ცენტრის დირექტორთან, დარეჯან საღინაძესთან ერთად, ღონისძიებას უძღვებოდნენ ცაგერის საჯარო სკოლის მოსწავლეები ლიზი საღინაძე და ბარბარე გუგავა.
	ლიტერატურულ-მუსიკალურ კომპოზიციას ესწრებოდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი, მოადგილე-მარიკა კოპალიანი, მერის მოადგილე რევაზ ახვლედიანი, განათლების, კულტურის სპორტის სამსახურის უფროსი გოგი კვირიკაშვილი, საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე ონისე ჩაკვეტაძე.
	კულტურის ცენტრმა ძალიან საინტერესო და ლამაზი საღამო აჩუქა ლეჩხუმის საზოგადოებას .
    
                                       
                

 
                           
                        
                       
                        
                      