სიახლეები

გაიმართა მუნიციპალური პირველობა ცხენოსნობაში

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ცაგერში განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის ,ა/ა/იპ სპორტული სკოლის ორგანიზებით, მერიისა და საკრებულოს მხარდაჭერით, გაიმართა მუნიციპალური პირველობა ცხენოსნობაში.
დოღში მონაწილეობა მიიღო თექვსმეტმა ცხენოსანმა მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლიდან. ორ ეტაპად ჩატარებულ შეჯიბრში პირველი ადგილი მოიპოვა გენადი ფრუიძემ(ნასპერი), მეორე ადგილი გურჯი თუთისანმა (ბარდნალა), მესამე- ანზორ ლეთოდიანმა(ჭალისთავი). იორღა დოღში გაიმარჯვა ბაკურ ხეცურიანმა(წიფერჩი).
გამარჯვებული და საპრიზო ადგილზე გასული ცხენოსნები დაჯილდოვდნენ მერიის,საკრებულოს და ახალგაზრდული ცენტრის მიერ დაწესებული გარდამავალი თასით, ფულადი პრიზებით და სამახსოვრო საჩუქრებით.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი, მოადგილეები-მარიკა კოპალიანი, გიორგი გუგავა, მერის მოადგილე რევაზ ახვლედიანი, განათლების, კულტურის, სპორტის სამსახურს უფროსი გოგი კვირიკაშვილი, საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე ონისე ჩაკვეტაძე, საკრებულოს ქვედა ცაგერის მაჟორიტარი დეპუტატი ნიკა საღინაძე.

სიახლეები