სიახლეები
1 ივნისს ცაგერის მუნიციპალიტეტში ბავშვთა გასართობი ღონისძიებები გაიმართა
1 ივნისს ქალაქ ცაგერსა და სოფელ ორბელში ჩატარდა ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საინტერესო გასართობი ღონისძიებები, რომელიც მოეწყო მერიის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის ორგანიზებით და მოწვეული ანიმატორთა ჯგუფის მონაწილეობით.
ღონისძიებებში ჩართული იყო მუნიციპალიტეტის ბევრი მოზარდი. ფინანსური მხარდაჭერა უზრუნველყო ცაგერის მუნიციპალიტეტმა.
ღონისძიებებს ესწრებოდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ უგრეხელიძე,ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე მარიკა კოპალიანი, ადგილობრივი თვითმართველობის სხვა წარმომადგენლები. ცაგერის მუნიციპალიტეტის მერია ყველა ბავშვს ლაღ ბავშვობას და საუკეთესო მომავალს უსურვებს!


