სიახლეები

განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებს სასაჩუქრე პაკეტები გადაეცათ

განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებს სასაჩუქრე პაკეტები გადაეცათ.
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ზალკალიანმა, მოადგილესთან, რევაზ ახვლედიანთან, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან, მარიკა კოპალიანთან და მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური სამსახურის უფროსთან, დავით ჩაკვეტესთან ერთად, საჩუქრები გადასცა განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანებს.
ამ ადამიანების მხარდაჭერა და თანადგომა ცაგერის მუნიციპალიტეტისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.
შშმ პირთა საერთაშორისო დღე 3 დეკემბერს აღინიშნება.

სიახლეები