სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომა

 

 ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2023 წლის 20 დეკემბერს  სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის  კომისიის  სხდომა გაიმართა.   სხდომას ხელმძღვანელობდა კომისიის თავმჯდომარე  მამუკა ხაბულიანი.

სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული  საკითხები:

  • საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ცაგერის მუნიციპალიტეტში 2024-2025 წლებში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების მოწონების შესახებ.
  • ცაგერის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტით მუნიციპალური ტრანსპორტის ხელშეწყობის მუხლიდან სუბსიდიის გაცემის შესახებ.
  • ცაგერის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტით ქალაქ ცაგერის და სოფელ ქვედა ცაგერის მოსახლეობის წყლის გადასახადის სუბსიდირების შესახებ.


სიახლეები