სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა
	მიმდინარე წლის 21 დეკემბერს ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოში   საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა.
	 სხდომას ხელმძღვანელობდა საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე  კარლო მუშკუდიანი.
	სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები:
	·„ცაგერის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების  შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 დეკემბერის  №38 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.                                                                                
	· ცაგერის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ.
· ,,ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 1 თებერვლის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
- ,,ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკურ თანამდებობის პირთა და პროფესიულ საჯარო მოხელეთა საშტატო ნუსხის და თანამდებობრივი სარგოს ოდენობის დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 02 აგვისტოს №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
	
	


 
                        
                       
                        
                      