სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის ქვედა ცაგერის და საირმის ადმინისტრაციულ ერთეულში განხორციელდა მიწის ნაკვეთების საკადასტრო აგეგმვა/აზომვა

მიწის ნაკვეთების საკადასტრო აგეგმვა/აზომვა „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, განხორციელდა ცაგერის მუნიციპალიტეტის ქვედა ცაგერისა და საირმის ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული მიწის ნაკვეთების საკადასტრო აგეგმვა/აზომვა, მომზადდა საკადასტრო რუკები, მიწის ნაკვეთის მესაკუთრეთა/საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირთა და მოსარგებლეთა მონაცემების მითითებით. ზემოაღნიშნული მონაცემები, საჯაროდ გამოცხადდა საჯარო რეესტრის 2023 წლის 28 დეკემბრის N 282411  გადაწყვეტილებით.

სიახლეები