სიახლეები

თურქეთის ქალაქ ბურსაში ჩატარდა მსოფლიო ჩემპიონატი ჭიდაობა ალპაგუტში(თურქული ჭიდაობის სახეობა)

თურქეთის ქალაქ ბურსაში ჩატარდა მსოფლიო ჩემპიონატი ჭიდაობა ალპაგუტში(თურქული ჭიდაობის სახეობა).
საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში დიდ წარმატებას მიაღწია ცაგერის სასპორტო სკოლის აღზრდილმა, წარმატებულმა მოჭიდავემ ძიუდოსა და ქართულ ჭიდაობაში მიშა ასათიანმა(სოფელი უსახელო), რომელმაც როგორც ქვეჭიდში, ისე დგომში მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული.
წარმატებულ ფალავანს შეხვდა ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ზალკალიანი, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან, ალუდა თუთისანთან ერთად. ხელმძღვანელებმა მიულოცეს მას ეს გამარჯვება და უსურვეს მომავალი წარმატებები საერთაშორისო სპორტულ არენაზე.
მსოფლიოს ჩემპიონმა მადლიერება გამოხატა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის მისამართით შეჯიბრებაში მონაწილეობისათვის გაწეული დახმარების გამო.
შეხვედრას ესწრებოდნენ მერის მოადგილე რევაზ ახვლედიანი,მერიის შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელი გოგი კვირიკაშვილი, სასპორტო სკოლის დირექტორი კობა ქომეთიანი.

სიახლეები