სიახლეები

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ცაგერის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში ჩატარდა გაერთიანებული კონცერტი

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ცაგერის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში ჩატარდა გაერთიანებული კონცერტი მუნიციპალიტეტის მოზარდებისა და ინკლუზიურ სწავლებაში ჩართული ბავშვების მონაწილეობით სლოგანით- ,,ჩვენ ერთად ვართ, მთავარია".
კონცერტის დასასრულს ბავშვებს ქველმოქმედ მაგდა ყურაშვილისა და საქართველოს ქალთა საბჭოს თანადგომით გაუმასპინძლდა ამავე საბჭოს წარმომადგენელი ცაგერის მუნიციპალიტეტში,მომღერალი გულნაზ გოლეთიანი.გაიჭრა სიმბოლური ტორტი წარწერით ,,ნაბიჯი ერთად".
ღონისძიების დამთავრების შემდეგ ქალბატონი გულნაზ გოლეთიანი ესტუმრა რამდენიმე მრავალშვილიან ოჯახს და საჩუქრებით და ტკბილეულით გაახარა ბავშვები.
მსგავსი აქციები ცაგერში კვლავ გაგრძელდება და მოიცავს დანარჩენ მრავალშვიან ოჯახებს.
საქართველოს ქალთა საბჭოს წარმომადგენელი მადლობას უხდის ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიას, მოსწავლე-ხალგაზრდობის სახლის თანამშრომლებს და ანსამბლ ,,ლეჩხუმს" თანადგომისათვის!

სიახლეები