სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტში 25 ნოემბერს დაწყებული, გენდერული და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16 დღიანი კამპანია დასრულდა

ცაგერის მუნიციპალიტეტში 25 ნოემბერს დაწყებული, გენდერული და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16 დღიანი კამპანია, დღეს, 10 დეკემბერს დასრულდა.
კამპანიის მიზანი საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა ქვეყანაში არსებულ გამოწვევებზე.
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერულმა საბჭომ (თავმჯდომარე მარიკა კოპალიანი) და მერიის ა/ა/იპ ,,ქალთა, ბავშვთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის“ ცენტრმა (ხელმძღვანელი მარინე სვანიძე), 16 დღიანი საინფორმაციო კამპანიის შედეგები სოფელ ორბელსა და ლაჯანის თემში მცხოვრებ ქალებთან ერთად შეაჯამეს.
შეხვედრაზე სოფლად მცხოვრებმა ქალბატონებმა ისაუბრეს იმ გამოწვევებსა და სტერეოტიპებზე, რომლებიც ჯერ კიდევ არსებობს საზოგადოებაში გენდერული და ყოველგვარი ძალადობის მიმართულებით.
დისკუსია ინტერაქციულ რეჟიმში საინტერესოდ წარიმართა.
შეხვედრას ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის გენდერულ საკითხებზე პასუხისმგებელი პირი, გენდერული საბჭოს წევრი შორენა დვალი ესწრებოდა.
16 დღიანი კამპანიის ფარგლებში ცაგერის მუნიციპალიტეტში არაერთი საინფორმაციო სახის ღონისძიება გაიმართა და 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს დასრულდა.

სიახლეები