სიახლეები

სოფელ ლაჯანაში სასაფლაოს მიმართულებით საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

სოფელ ლაჯანაში სასაფლაოს მიმართულებით საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
საავტომობილო გზაზე ეწყობა ბეტონის საფარი.
მიმდინარე სამუშაოები ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ზალკალიანმა, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან, ალუდა თუთისანთან, მერის პირველ მოადგილესთან, მამუკა ხიმშიაშვილთან და მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსთან, გელა მამარდაშვილთან ერთად დაათვალიერა.
სამუშაოებს აწარმოებს შპს ,,ჯეო როუდ ინვესტი".
პროექტის ღირებულება 377 173 ლარია.
სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლოს უნდა დასრულდეს.

სიახლეები