სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტში დასრულების პროცესშია ზოგიში-ცაგერას საავტომობილო გზის პირველი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები

ცაგერის მუნიციპალიტეტში დასრულების პროცესშია ზოგიში-ცაგერას საავტომობილო გზის პირველი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
გზაზე იგება არმირებული ცემენტო-ბეტონის საფარი.
საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილზე დაათვალიერეს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ზალკალიანმა, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ალუდა თუთისანმა, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ მამუკა ხიმშიაშვილმა, მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა გელა მამარდაშვილმა.
სამუშაოებს აწარმოებს შპს ,,მეკა".
პროექტის ღირებულებაა 998 000 ლარი.
ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება მთის განვითარების ფონდის დაფინანსებით.

სიახლეები