სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში ჩატარდა სოციალურ საკითხთა განმხილველი საბჭოს სხდომა

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში ჩატარდა სოციალურ საკითხთა განმხილველი საბჭოს სხდომა
/თავმჯდომარე-მერის მოადგილე რევაზ ახვლედიანი,სამსახურის უფროსი დავით ჩაკვეტაძე/.
საბჭოს წევრების მსჯელობის შედეგად, კანონის შესაბამისად, დაკმაყოფილდნენ ბენეფიციარები, რომელთაც წარმოდგენილი ჰქონდათ ოპერაციის, ძვირადღირებული გამოკვლევების ჩატარების, ონკოლოგიური და სხვადასხვა მძიმე დაავადებების, სოციალურად დაუცველობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
სულ დაკმაყოფილდა 50 ბენეფიციარის განცხადება.
დახმარების გაცემის დროს პრიორიტეტი მიენიჭათ ადამიანებს, რომელთაც გადატანილი აქვთ მძიმე ოპერაციები და აქვთ ქრონიკული დაავადებები.
აღსანიშნავია, რომ 2023 წლის განმავლობაში ერთჯერადი დახმარების მიღების და გაცემის 8 საბჭო ჩატარდა.შემოტანილი განცხადებების მიხედვით დაკმაყოფილდა 751 ბენეფიციარი, შესაბამისად გაიცა თანხა 203 075,16 ლარის ოდენობით.

სიახლეები