სიახლეები

ცაგერის კულტურის ცენტრში 14 ივნისს ,,CHECK IN GEORGIA’’-ს ფარგლებში გაიმართა ფესტივალის ,,ბაღია ჩვენი ქვეყანა’’

 14 ივნისს ,,CHECK IN GEORGIA’’-ს ფარგლებში, ფესტივალის ,,ბაღია ჩვენი ქვეყანა’’ ეგიდით, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნიისა და ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ლეჩხუმს სტუმრობდა ანსამბლი ,,დიდგორი’’.
 ლეჩხუმელი მსმენელი და უცხოელი სტუმრები საოცარი, ამაღელვებელი, ეროვნული სულით გაჯერებული საღამოს მხილველნი გახდნენ, ანსამბლ ,,დიდგორის’’ მიერ უზადოდ შესრულებული ქართული ხალხური სიმღერები და მათგან მოგვრილი ეროვნული ღირსებისა და სიამაყის გრძნობა ძალიან დიდხანს გაჰყვება დარბაზში მჯდომ თითოეულ ადამიანს.

სიახლეები